“საქართველოს სტატუსს მიიღებს” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში საკუთარ შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

„არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები. დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები“ – წერს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.

 

მსგავსი თემები