,,მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ლოჯისტიკის თუ სხვადასხვა კუთხით, ასეთ დროს მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ,”- ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია.

კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ერთიანობისკენ რადიკალურ ოპოზიციასთან, არასერიოზულია.

,,ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა ამისა, ევროკავშირმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სამართლიანობის პრინციპით საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის მიღწევების შეფასების საფუძველზე. სამართლიანი შეფასების პირობებში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ალტერნატივა არ აქვს,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები