,,ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე”- დიმიტრი მედვედევი

  რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის მხრიდან, Lend-Lease-ის ფარგლებში ბუნებრივი აირის საფასურის გადავადების მოთხოვნას ეხმიანება. ,,ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, Lend-Lease-ის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში უბრალოდ გაიყინებიან. ​ ერთი შეკითხვა მაქვს. და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს აღარ აინტერესებთ – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს “ანტი-რუსეთის” პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის წვრილმანია,”- განაცხადა მედვედევმა.