,,ჩვენ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ”- მიხეილ დაუშვილი

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, 16 და 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში, პარტიის წარმომადგენლები მონაწილეობას არ მიიღებენ. მისი თქმით, ახლა მთავარი რეფორმების განხორციელება და პარტნიორენთან ინტენსიური მუშაობაა.

,,დღეს მთავარი ამოცანა უნდა იყოს “ოცნებისგან” პოლიტიკური ნების დაფიქსირება რეფორმების განხორციელებაზე, ეს უნდა იყის მთავარი და არა ის, თუ როდის დაფიქსირდება მოქალაქეების გამოხატვა 16 ივნისს თუ 20 ივნისს, ეს ფორმაა მხოლოდ. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რასაც ევროკომისიისგან ველოდებით, მოქალაქეების უფლებაა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ და ეს დასაფასებელიც არის და მისასალმებელიც, რომელ აქციაზეც უნდათ და რომელ თარიღშიც უნდათ, იმ თარიღში დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია ევროინტეგრაციაზე და ეს მისასალმებელია. რაც შეეხება ჩვენ რომელ თარიღში დავაფიქსირებთ – არც ერთში. მარტივი მიზეზის გამო, ჩვენთვის ნომერი ერთი ამოცანაა ჩვენს პარტნიორენთან მუშაობა, რასაც ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ საქართველომ მიიღის კანდიდატის სტატუსი. ჩვენ არც ერთ აქციაში მონაწილეობას არ ვიღებთ”, – განაცხადა დაუშვილმა.

მსგავსი თემები