სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისის აქციის გადადებას ითხოვს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს მიმართა და მოუწოდა, რომ ეს აქცია გადაიდოს.

„თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება.  ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გახლეჩვა-გაყოფის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს.

„ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა ეს გამოსვლა და ჩემი გადასაწყვეტია არ არის, შემიძლია, მივმართო თხოვნით. თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრანტების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა. თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება მნიშვნელოვანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები