„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მას ბრიუსელში ბევრი გაფუჭებული საქმე დახვდა. პრ4ზიდენტის შეფასებით, ოპოზიცია ევროპარლამენტარებთან მუშაობდა, ხელისუფლებას კი არაფერი გაუკეთებია.

„დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. იტალიაში მქონდა არაჩვეულებრივი მხარდაჭერა. ქვეყანა, სადაც დაიბადა ევროპა და სადაც იშვა ევროპული ცივილიზაცია. დაიწერა ევროპული კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. მეორეს მხრივ ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა დამძიმებული სურათი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  ვაპირებდი საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას,  მაგრამ, ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდების ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში…. ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, რომ 1 წლის შემდეგ საქართველომ მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას” – აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე შეფასებით,  ევროპარლამენტარებთან არ იქნა გაწეული სათანადო მუშაობა

“იმ ევროპარლამენტარებთან ვინც მუშაობდა აღნიშნულ რეზოლუციაზე არ იქნა სათანადო მუშაობა ჩატარებული. ოპოზიცია მუშაბდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი სამუშაოები,  რაც უნდა ჩაეტარებინა, არ ჩატუტარებია და შედეგიც მიღო” – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები