„კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება დასაშანტაჟებლად გამოიყენა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ევროკავშირის რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შანტაჟისთვის იყენებს.

„კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა. უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა მიზანმიმართულად შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთისთვის, ბულგარეთისა და ფინეთისთვის, ჰოლანდიური და დანიური კომპანიებისთვის, რაც უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის პასუხი იყო“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ქმედებები  აძლიერებს ევროკავშირის სურვილს, გათავისუფლდეს რუსულ წიაღისეულზე  დამოკიდებულებისგან.

 

მსგავსი თემები