,,დღეს საქართველო არ იარსებებდა, რომ არა ამერიკის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა”- რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. გოცირიძის თქმით, დეგნანმა არცთუ ისე დიპლომატიური ფორმით შეახსენა ხელისუფლებას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი არის ევროკავშირი და აშშ.

,,ეს არის პირდაპირი შეხსენება არცთუ ისე დიპლომატიური ფორმით იმის, რომ დღეს საქართველო არ იარსებებდა, რომ არა ამერიკის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი არის ევროკავშირი და აშშ, ხოლო ეს ადამიანები, რომლებიც დღეს წკავწკავებენ და ევროპას და აშშ- ს თავს ესხმიან, მომართულნი არიან ერთი მიზნით, მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, არც სამშობლო, არც მათი მომავალი, მათი ამოცანაა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება და მისი ფულის გადარჩენა. სამარცხვინო განცხადებებს აკეთებენ და ამის საპასუხოა აშშ- ის საელჩოს განცხადება,”- განაცხადა გოცირიძემ.

„როდესაც მესმის, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს არის 100 რუსული დეზინფორმაცია“ კელი დეგნანი

მსგავსი თემები