,,20 ივნისის აქცია არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“- გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული აქცია რის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია.

„ის რომ 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ომის პარტიას დაანონსებული აქვს აქცია, არავინ დაუჯერებს, რომ ეს აპოლიტიკური აქციაა. თქვენ ნახეთ სოციალურ ქსელშიც როგორი დაპირისპირება იყო. ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, ჩემ განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა. ამას არავინ დაუჯერებს სამწუხაროდ, ასევე არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მსგავსი თემები