,,რუსული პროპაგანდაა ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მაჭარაშვილის შეფასებით, კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსების მოწოდება, რომ ომში უნდა ჩართულიყო საქართველო.

,,ომზე ჩვენ როგორ ვსაუბრობთ?! გამოდიან პოლიტიკოსები საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ მხოლოდ ჩვენი ბავშვები და ქალები არ უნდა დაიხოცონ, პირდაპირ გეუბნებიან ჩაერთეთ ომში, დაიბრუნეთ აფხაზეთი, სააკაშვილი რომ იყოს ომს დაიწყებდა. ომზე ჩვენ კი არ დავიწყეთ საუბარი, დაიწყო მავანმა, მავანი ვინ არის და არესტოვიჩი და ბევრი სხვა და საქართველოში აჰყვა რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი. კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსების მოწოდება, რომ ომში უნდა ჩათრეულიყო საქართველო და კარგია, რომ დააფიქსირა აშშ- ის პოზიცია, რომ რუსული პროპაგანდაა ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ,” -განაცხადა მაჭარაშვილმა.

„როდესაც მესმის, რომ აშშ ცდილობს საქართველო ჩაითრიოს ომში, ეს არის 100 რუსული დეზინფორმაცია“ კელი დეგნანი

მსგავსი თემები