ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიას უკრაინის მხარდაჭერაში დარწმუნება სჭირდება

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინასთან დაკავშირებით  გერმანიის პოზიციით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მათ დარწმუნება სჭირდებათ.

„კანცლერ ემანუელ შოლცისგან გვჭირდება დარწმუნება, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას. მან და მისმა მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. არ უნდა იყოს მცდელობა, უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად. უკრაინის დახმარების მხრივ პირველი იყო აშშ, ასევე სლოვაკეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები. გერმანია და საფრანგეთი იყვნენ ბევრად მოგვიანებით.  ეს სიმართლეა“  – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე შეფასებით, თავდაპირველად, გერმანია უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას დაპირდა, მაშინ, როცა ომის პირობებში, მათ არა პოლიტიკა, არამედ, რეალური დახმარება სჭირდებოდათ.

 

მსგავსი თემები