აშშ პარტნიორებთან ერთად, უკრაინას საჭირო იარაღით მოამარაგებს

უკრაინის საჭირო შეიარაღებით მომარაგებასთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საუბრობს. როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს,  უკრაინამ მიიღო და კიდევ მიღებს საჭირო შეიარაღებას.

„აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას წარმატების მიღწევაში. ჩვენ გაითვალისწინეთ, რომ გვყავს პარტნიორები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ასევე მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას. უკვე გავგზავნეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით ჰაუბიცები და მნიშვნელოვანი რაოდენობით საბრძოლო მასალა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც ასევე გაგზავნეს 155 ჰაუბიცა,“- აცხადებს თავდაცვის მინისტრი.

როგორც ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, აშშ და პარტნიორები მუშაობენ უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მისაწოდებლად.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ მძიმე შეიარაღება, ჰაუბიცები და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები ითხოვა.

 

მსგავსი თემები