„ამნესთი ინთერნეიშენალი“ ადასტურებს, რომ უკრაინაში რუსეთი აკრძალულ იარაღს იყენებდა

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინთერნეიშენალის“ კვლევით დასტურდება, რომ რუსული ძალები უკრაინის ქალაქ ხარკოვზე თავდასხმას აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალებს იყენებდნენ.

„უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, რუსულმა ძალებმა უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა დაიწყეს, ისინი თითქმის ყოველდღიურად ბომბავდნენ საცხოვრებელ უბნებს, რის შედეგადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ბევრი თავდასხმა ფართოდ აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით განხორციელდა,“ – აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე ანგარიშით, რუსული ძალების მიერ 9N210 და 9N235 კასეტური ბომბების გამოყენების მტკიცებულება არსებობს. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინის დაბომბვა უმართავი რაკეტების, „გრადისა“ და „ურაგანის“ გამოყენებით ხდებოდა.

მსგავსი თემები