„რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმნიჭებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს და ამბობს, რომ ევროპამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდე, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა, თუმცა არავინ მინდა, რომ ციხეში იყოს“, – განაცხადა მეუფე იაკობმა საკვირაო ქადაგების შემდეგ.

მეუფეს შეფასებით, იმედი აქვს რომ ევროპა სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„ევროპას ასე როგორ დაველაპარაკოთო… თუ არასწორად იქცევა, არ ვეტყვი? ბოლო-ბოლო ვინ არის, რა დამსახურება აქვს? საუკუნეებია ჩვენი სისხლით მოვდივართ. უნდათ, რომ სისხლში კიდევ გაგვსვარონ? ვისურვებ  იმედი მაქვს, რომ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“ – აღნიშნა მეუფემ.

 

მსგავსი თემები