უკრაინის საგარეო მინისტრი ფიქრობს, რომ ევროპას უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება ეშინია

ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი დააფიქსირეს, დღეებს ითვლიან. მათ შორისაა ომში მყოფი უკრაინა, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა  მინისტრი აცხადებს, მისი აზრით, ევროპის ქვეყნებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეშინიათ.

„მათ ნათლად განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა მისცენ უკრაინელებს და ამავდროულად არ მისცენ რუსებს.  უვიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს შიში დღესაც არსებობს. ერთი თვის უკან, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე ამ დისკუსიის წერტილს მივაღწევდით. ყველას, ვინც დიდი ხანია უკრაინის ევროინტეგრაციაშია ჩართული, ესმის, რომ ეს კვანტური ნახტომია“, – აცხადებს დმიტრო კულება.

ის ყველა მოუწოდებს, არსებული შიში დაძლიოს.

„ჩვენ მივიწევთ ზევით, ციცაბო კედელზე. არც ერთი ჩვენგანი იყურება ქვემოთ. ყველა იყურება მაღლა.  ეს არის მომგებიანი ყველასთვის. ჩვენ უნდა გადავახტეთ მორიგ სტერეოტიპებს და შიშს“, – აღნიშნავს  კულება.

 

მსგავსი თემები