დღეს „რუსეთის დღეს“ აღნიშნავენ, მსოფლიოში კი აქციები გაიმართება

12 ივნისი – რუსეთის დღე. რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულს მსოფლიო საპროტესტო აქციებით შეხვდება, რუსეთი კი ზეიმით.

მსოფლიოს მოსახლეობა, უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, რუსეთს პროტესტს  უცხადებს და მის  დღესასწაულსაც საპროტესტო გამოსვლებით აღნიშნავს. აქციების ორგანიზტორები სხვადასხვა ქვეყანაში მაცხოვრებელი რუსები არიან, რომლებიც პუტინის აგრესიულ პოლიტიკას მხარს არ უჭერენ. მათ ადგილობრივებიც შეუერთდებიან.

აქციები ძირითადად დაგეგმილია რუსეთის საელჩოსთან. მოსახლეობა ოკუპანტი ქვეყნის საელჩოებს მიაკითხავს აშშ-ში, ლონდონში, ბერლინში, ერევანში, ვენაში, პრაღაში, ჰელსინკიში, თბილისსა და პარიზში.

მსგავსი თემები