ფინეთი თურქეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს, თურქეთი კი მას დაბლოკვით ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტის მოთხოვნა ფიენთისა და შვედეთს ნატოში დაბლოკვასთან დაკავშირებით ისევ აქტუალურია.  მოთხოვნა, რომელიც თურქეთმა ფინეთს წაუყენა, ღიად რჩება. კერძოდ, ფინეთი არ აპირებს, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილები, როგორც ამას თურქეთი ითხოვს, თურქეთს გადასცეს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ფინეთი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ნატოში მისი ადგილი არ არის. ამავდროულად, პირობა წაუყენა, რა შემთხვევაში მისცემდა თანხმობას ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. ერთ-ერთი პირობა ათი პირის თურქეთში ექსტრადირება იყო, რომელიც,  ერდოღანის მტკიცებით, ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან და  ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ არიან დაკავშირებულნი.

ფინეთის მთავრობამ კი მხოლოდ შვიდის საკითხი გადაწყვიტა. თურქეთში ჯერჯერობით მხოლოდ ორი პირის ექსტრადირება მოხდა.  თურქეთის პრეზიდენტი კი ისევ აცხადებს, რომ ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას დაბლოკავს.

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ალიანსის წევრობას ისევ არ თანხმდება

მსგავსი თემები