„კიდევ რა უნდა მოხდეს?“ – უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება

​ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშრისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ პასუხს ელოდება და აცხადებს, რომ ამისთვის უკრაინაში ყველანაირი წინაპირობა არსებობს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ევროკავშირის წევრობა არა მხოლოდ უკრაინას, ევროკავშირსაც გააძლიერებს.

„დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ. ასევე  დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი. კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში, რომ  სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს.  გავაგრძელებთ კიდევ უფრო ძლიერად მუშაობას ყველა დონეზე, რომ  მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვისას.

მსგავსი თემები