რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელები რუსულ პასპორტებს იღებენ. საუბარია ხერსონსა და ზაპოროჟიეში მაცხოვრებლებზე.
საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული პასპორტები 25-მა უკრაინელმა მიიღო.
“დღეს ხერსონში პასპორტების გადაცემა პირველად მოხდა. პასპორტები უკრაინის იმ მოქალაქეებმა მიიღეს. რომლებმაც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს“ – აცხადებენ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის, რუსეთის მიერ კონტროლირებად ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი მოაწერა.