ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში იმყოფება

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ფონ დერ ლაიენი თავად ავრცელებს. პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდება.

„პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია. ევროპა თქვენთან არის“ – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

 

მსგავსი თემები