,,2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს შემდეგ იქნებოდა უკრაინა”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთს სურს სხვებს თავისუფლება წაართვას. მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს შემდეგ იქნებოდა უკრაინა, რაც სიმართლე აღმოჩნდა.

„2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა სიტყვები, რომლებიც მაშინ მავნებლობად ჟღერდა, მაგრამ დღეს სამწუხარო სურათი გვაქვს. მან თქვა: რუსეთის იმპერიალიზმი განახლდა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ისეთ სახეს, რომელიც ათწლეულები არ გვინახავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა სახეა ეს. ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფოს სახე, რომელსაც სურს სხვებს თავისუფლება წაართვას. ეს უნდა შევაჩეროთ ყველაფრის ფასად. ეს არის ევროპის და მსოფლიოს ვალდებულება. 2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს შემდეგ იქნებოდა უკრაინა. შემდეგ ბალტიის პირეთი და ჩემი ქვეყანა, პოლონეთი. ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში და ამ სიტყვებს ყოველთვის სერიოზულად აღვიქვამდით“, – განაცხადა ანჯეი დუდამ.

მსგავსი თემები