,,რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თუნდაც საქართველოდან, საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, რუსები გეგმავენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე საფეხბურთო კლუბის ერთ ფსევდო ჩემპიონატად გაერთიანებას.

,,სწორედ დღეს ოკუპანტებმა გამოაცხადეს აბსოლუტურად გიჟური ამბავი, რომ ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან – დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და თუნდაც საქართველოს ნაწილიდანაც კი, რამდენიმე საფეხბურთო კლუბის ერთ ფსევდო ჩემპიონატად გაერთიანებისთვის. ეს უბრალოდ ოკუპანტის მხრიდან იმ ადამიანების დაცინვაა, რომლებსაც ყველაფერი კარგად ახსოვთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები