,,უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი, როგორც მათთვის ისევე ჩვენთვის”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა იოხამ კუსმა განაცხადა, რომ საქართველოს არსებული გამოწვევების მიუხედავად შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მისივე თქმით, დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ევროინტეგრაცია არ იქნება ზიანის მომტანი არც ერთი მხარისთვის.

,,როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მედიის თავისუფლებაზე საქართველოში, მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს თავისუფლება არსებობს, როდესაც ის 99-ე ადგილზეა მედიის თავისუფლების კუთხით და არსებობს ისეთი ხალხი, როგორიცაა ლექსო ლაშქარავა.

ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ არხს. ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს შესაძლებლობა, გახდეს წევრი, მაგრამ ეს არის ფაქტიურად სილის გაწნა ყველა იმ ქვეყნისთვის დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც ჩვენთვის წევრობისთვის მოუმართავს. რა თქმა უნდა ჩვენ უნდა დავეხმაროთ, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ იმაში, რომ ეს სიტუაცია არ იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი, როგორც მათთვის ისევე ჩვენთვის”, – განაცხადა იოხამ კუსმა.

მსგავსი თემები