MAN -ის ავტობუსის მძღოლებისა და კონტროლიორებისთვის სპეციალური ფორმები შეიკერება

​თბილისის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერ ირაკლი ხმალაძეს სთხოვა,​ დედაქალაქში მოძრავი ახალი ლურჯი ავტობუსების მძღოლებისთვის სპეციალური ფორმები შეიქმნას.  ​

როგორც “მედიაცენტრ მთავარს” სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, კომპანია MAN -ის ახალი ავტობუსები თბილისში 2016 წლიდან გამოჩნდა და მძღოლებისთვისაც სპეციალური ფორმები შეიქმნა. თუმცა, ამ შემთხვევაში საუბარია ახალი დიზაინის შექმნაზე. სპეციალური სამოსი შეიქმნება არა მარტო ავტობუსის მძღოლებისთვის, არამედ კონტროლიორებისა და სატრანსპორტო კომპანიის სხვა თანამშრომლებისთვისაც. 

რაც შეეხება თბილისში ახალი მარშრუტების შექმნას და არსებულზე ავტობუსების დამატებას, მათივე ინფორმაციით, ამ მიმართულებით მიმდინარეობს კვლევა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.  

გერმანული კომპანია MAN -ის მიერ, სპეციალურად თბილისისთვის აწყობილი ახალი ავტობუსები დედაქალაქში თებერვლიდან, ეტაპობრივად შემოვა. 

მსგავსი თემები