,,გირჩევდით, ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოთ, რათა თქვენი უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს”- სალომე სამადაშვილი

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სალომე სამადაშვილმა მიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილს მოუწოდა ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოს, რადგან უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს.

,,ბატონო შალვა გირჩევდით, ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოთ, რათა თქვენი უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს. იქნებ მათ რაღაც განათლება დაჩქარებული კურსით მისცეს, რათა სიტყვის თქმისას მულტფილმების ციტირება არ სჭირდებოდეთ, რაც ჩემი აზრით ძალიან სირცხვილია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძე მულტფილმ „თაგვი და კატას” პერსონაჟს შეადარა.

,,არ ვაპირებთ თქვენს ცემას”- დეპუტატი დეპუტატს

მსგავსი თემები