,,უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან“- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს საყოველთაო კატასტროფა შექმნას.

„ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის პრობლემას. ჩვენი დასავლელი კოლეგები და თავად უკრაინელები ამ საკითხის საყოველთაო კატასტროფის კატეგორიაში გაყვანას ცდილობენ. თუმცა ამ უკრაინული მარცვლეულის წილი ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გლობალური წარმოების ერთ პროცენტზე ნაკლებია. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ამ ტიპის მარშრუტების უსაფრთხოებას და გარანტიას ვაძლევთ, რომ როდესაც და თუ უკრაინა გაასუფთავებს ნაღმებს და დაუშვებს გემების გაყვანას თავისი პორტებიდან, ჩვენ არ გამოვიყენებთ ამ სიტუაციას მიმდინარე სპეცოპერაციის ინტერესებისთვის. რამდენიმე დღის წინ ბატონმა ზელენსკიმ თქვა, რომ უნდა მისცენ იარაღი, რომ გამოყენოს გემების წინააღმდეგ. ეს აჩვენებს, თუ რისი გაკეთება სურთ. უკრაინა თუ მზად არის, დაიწყოს განაღმვა, ჩვენ მზად ვართ იგივეს გასაკეთებლად. რუსეთი არ ქმნის არავითარ დაბრკოლებებს გემების გადაადგილებისთვის. ჩვენ არაფერს არ ვზღუდავთ“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი თემები