,,ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. კრამონი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს და მისივე თქმით, ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა.

,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. საქართველოს ჰყავს სიცოცხლით სავსე, ევროპული საზოგადოება.

ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატურის მინიჭებას, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკან დახევას. ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა”,- აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი

მსგავსი თემები