,,წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს”- გიორგი ვაშაძე

   „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, განცხადებით, „ქართული ოცნება“  მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. მისი თქმით, დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე. „არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს. ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში იმ მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და აქედან გამომდინარე, გინდათ, გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ვაჩვენებთ, როგორ იბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესების … ვრცლად ,,წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს”- გიორგი ვაშაძე