,,ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას არვინ ელოდა. მისი თქმით, უკრაინა მზადაა იბრძოლოს თავისუფლებისთვის და ღირებულებებისთვის.

,,უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა. ჩვენ არ დავნებდით რუსეთს. ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძლიერებით მეორე ჯარად ითვლებოდა მსოფლიოში. არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას. მაგრამ ეს მასშტაბი არის და ეს ჩვენი ხასიათის თვისებაა – მზაობა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ  ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაა.

,,ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ, რომ უბრალოდ დავთმოთ ჩვენი ტერიტორია. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები