,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი ავუხილოთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ისტორიის გამყალბებლები”- გიორგი ვაშაძე

„მთელი კამპანია თვეების მანძილზე იყო, რომ ოპოზიცია ებრძვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.  ამას წერტილი დაესვა შაბათს, როდესაც ALDE-მ (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის), სწორედ ჩვენი, ოპოზიციური პარტიების ინიციატივით, მხარი დაუჭირა საქართველოსთვის  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, EPP-მ დააინიცირა რეზოლუცია, სადაც ასევე მხარდაჭერილია ეს ყველაფერი. ამის გაგრძელებაა, რომ ევროპარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელებს გააქვთ რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.“ – ამის შესახებ საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“-ს წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა,

მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს შექმნას პოლიტიკური ფონი, რომ საქართველოს არ მისცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატური.

„თქვენ თავს ესხმით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, თავს ესხმით ყველა გულშემატკივარს, ახალისებთ ძალადობას. როცა გამოგელიათ ყველა არგუმენტი, ადექით და ისევ გაააქტიურეთ ძალადობრივი ჯგუფები ამ ქვეყანაში. რომ ყველაფერი  გააკეთოთ საქართველოს ეროვნული მთავარი ინტერესის საწინააღმდეგოდ. ყველა არგუმენტი შექმნათ, რომ საქართველოს არ მისცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მაგრამ ჩვენ ამის უფლებას არ მოგცემთ. თქვენ საქართველოს ისტორიას ვერ გააყალბებთ. ჩვენ გვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი ავუხილოთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ისტორიის გამყალბებლები, ფსევდო პატრიოტები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ სხდომაზე.

მსგავსი თემები