მიკროავტობუსებისთვის გაჩერებები თბილისის რამდენიმე ქუჩაზე კიდევ განისაზღვრება

  •  

თბილისის 14 ქუჩას, უახლოეს მომავალში, კიდევ რამდენიმე ქუჩა შეემატება, სადაც მიკროავტობუსებს მგზავრების ქაოსურად აყვანა და ჩამოსმა აეკრძალებათ. მგზავრის მომსახურების ვალდებულება მათ მხოლოდ კონკრეტულ გაჩერებებზე ექნებათ.

თბილისის მერმა კახა კალაძემ, მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროს მამუკა მუმლაძეს შერჩეულ ქუჩებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა უკვე დაავალა.

როგორც კალაძე აცხადებს, თბილისში შარშან, საპილოტე პროექტი განხორციელდა. შეირჩა 14 ქუჩა, სადაც მიკროავტობუსებს სხვადასხვა ადგილას გაჩერება ეკრძალათ და მხოლოდ კანონით განსაზღვრულ გაჩერებებზე, მოსაცდელებში აქვთ უფლება, მგზავრი ჩამოსვან ან აიყვანონ.

“ეს ყველაფერი მოძრაობისა და ქვეითების უსაფრთხოების მიზნით გაკეთდა, რომელმაც საკმაოდ გაამართლა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები