ნავსადგურების განაღმისთვის პრეზიდენტი იარაღის მიწოდებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ნავსადგურები ისევ ბლოკირებული და დანაღმულია, რის გამოც ტონობით მარცვლეულის გამოტანა ვერ ხერხდება.

როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, იარაღის მიწოდება აუცილებელია ნავსადგურების „გასათავისუფლებლად“

„სასწრაფოდ გვჭირდება იარაღი. ამაზე ვმუშაობთ და მივიღებთ გემსაწინააღმდეგო სისტემებს. ეს არ არის მუქარა, ეს იქნება საუკეთესო გარანტიები, რომ ნავსადგურები გავათავისუფლოთ. არ არის გამორიცხული, რომ თურქეთი იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის ნავსადგურების დე-ბლოკადაში მიიღებენ მონაწილეობას. მზად ვართ მარცვლეულის გასატანად. ვამსხვრევთ რუსეთის რიტორიკას, რომ არ გვინდა გატანა და სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ვახდენთ. გვჭირდება უსაფრთხოების დერეფანი“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი.

 

მსგავსი თემები