,,გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ვეძებთ გზებს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად და პორტების განბლოკვის მიზნით“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბარი შეეხო, ბრიტანეთის მხრიდან თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს და სასურსათო კრიზისის საკითხს.

,,გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ვესაუბრე. მივიღე დადასტურება უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების ახალ, გაძლიერებულ პაკეტთან დაკავშირებით. დაისვა უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურების საკითხი. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ვეძებთ გზებს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად და პორტების განბლოკვის მიზნით“,- განაცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები