ვოლსკის შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ზელენსკის პარლამენტმა არ მოუსმინა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ მოუსმინა.

„თუ საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა, მან უნდა იცოდეს, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით ზელენსკის არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა“ – აღნიშნა ვოლსკიმ მედიასთან.

მისივე შეფასებით,  საქართველომ უკრაინის დასახმარებლად ყველა რესურსი გამოიყენა.

„არსი იმისა, რომ ჩვენ უკრაინის მიმართ რაიმე შეცდომა დავუშვით, მისივე განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელიც სულ ახლახან გააკეთა.  ხაზგასმით და სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რესურსი გამოყენებული აქვს უკრაინის დასახმარებლად.  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში  რთული მდგომარეობაა, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია. მიუხედავად ამისა, რასაკვირველია, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ პარლამენტში მისი გამოსვლა არ იქნა პოზიტიურად განხილული, მიუხედავად იმისა, რომ არც მოუმართავს. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ხალხმა ხელისუფლებაზე უნდა გაიმარჯვოს და მხედველობაში არ იღებს, თუ რა გააკეთა ხელისუფლებამ ამ პერიოდში, ხელისუფლების მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება სწორი არ იქნებოდა“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

მსგავსი თემები