„ჩვენი გზა იქნება შვიდობიანი – ჩამოვართვათ პლაკატებს და იქიდან გავყაროთ, ჩაქოლვა არ არის ჩვენი მიზანი“ – გურამ ფალავანდიშვილი

„ჩვენ ვაპირებთ ასეთ რამეს, პოლიციას მოვუწოდებთ რომ არ დაიცვას ეს „სიბინძურე“. თუ მათ პოლიცია არ დაიცვას, ისინი ვერც გაბედავენ შეკრებას ვერც დახურულ სივრცეში და ვერც ღია სივრცეში“ – აღნიშნა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა გურამ ფალავანდიშვილმა მედიაცენტრ მთავარში და ლგბტ თემის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ისაუბრა.

„ჩვენი მიზანია, ყველა გზით ხელი შევიშალოთ მათ ნებისმიერ აქტივობას. ბოლი დღეს, როცა აპირებენ ფესტივალს, ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს. ყველა მიწა ჩვენია, გინდ ტყე იყოს და გინდა რუსთაველი. სიბინძურის პროპაგანდა არსად უნდა ტარდებოდეს. ჩვენი ფიზიკური სიმრავლით ეს ტერიტორიები უნდა დავიკავოთ, რომ მათ იქ მოსვლა ვერ შეძლონ და ვერც პოლიცია მოგვერიოს. თუ პოლიცია დაუწყებს ხალხს ხოცვას, არ დავიშლებით, ჩვენს თავს ვწირავთ იმისთვის, რომ ეს არ ჩატარდეს. თუ ძალიათ გამოგვყარეს და დაგვხოცეს, გამოჩნდება“ – განაცხადა ფალავანდიშვილმა მედიაცენტრ მთავარში.“

კითხვას, შარშანდელის გამეორებას გამორიცხავთ, როცა ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, უამრავი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები დაშავდა და მსხვერპლიც კი მოჰყვა, ფალავანდიშვილმა ასე გვიპასუხა: „აუცილებლად შესაძლებელია დაპირისპირება მოხდეს. როცა ამხელა სიბინძურის პროპაგანდას სახელმწიფო არ ალაგმავს, იქ ადამიანები რას ჩაიდენენ და როგორ დაუპირისპირდებიან არავინ იცის. ჩვენი გზა იქნება მშვიდობიანი – ჩამოვართვათ პლაკატები და იქიდან გავყაროთ, ჩაქოლვა არ არის ჩვენი მიზანი. წინა ღამეს დავიკავებთ ნებისმიერ ტერიტორიას, რომ იქ მოსვლა ვერ შეძლონ“ – აღნიშნა ფალავანდიშვილმა მედიაცენტრ მთავარში“. 

მსგავსი თემები