,,სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი მართლა ავად არის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზეზი შესაძლოა, პროცესის გაჭიანურება იყოს. მისი თქმით, სააკაშვილი ავად არის და დრო არ ითმენს.

„ის, რომ პროცესის გაჭიანურება სურთ, ჩემთვის უკვე დიდი ხანია ნათელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ შეიძლება, დაუშვებელია იმიტომ, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს, სულ ამას ვიმეორებ. სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი მართლა ავად არის, მართლა პრობლემა აქვს და არ ვიცი, რას ემსახურება ეს გაჭიანურება. ალბათ, სჯობს, რომ გაერთიანებული ექსპერტიზა ჩატარდეს”,-განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები