კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომს გააგრძელებს, ვიდრე მათი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული.
,,რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს, ვიდრე ყველა მისი მიზანი მიღწეული არ იქნება. ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ხალხის დაცვაა. მიღებულია ზომები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად და მიღწეულია გარკვეული შედეგები,”- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.