თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს

თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილი ბოდნარის ინფორმაციით, თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს.

ელჩის განცხადებით, მან თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს დახმარებით თხოვნით მიმართა, რათა გაირკვეს, ვინ არის დაკავშირებული თურქეთის წყლების გავლით მარცვლეულის მიწოდებასთან.

როგორც უკრაინული მედია იტყობინება,  უკრაინა პარტნიორებთან ერთად განიხილავს საერთაშორისო მისიის შექმნის იდეას, ექსპორტისთვის უკრაინული პორტების განსაბლოკად. ამისთვის  საჭიროა, რუსეთმა უკრაინის გარშემო აკვატორიაში თავისი ძალები გაიყვანოს და უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს.

 

მსგავსი თემები