,,თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ”- დიმიტრი საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში”  ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა  მოინახულა. საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ადვოკატის თქმით, რომ ექსპერტიზასმხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ის სამართლიანად ჩატარდება.

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ გაუმჯობესებული არ არის. პირიქით, მდგომარეობა სტაბილურად უარესდება. თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ. ექსპერტიზა ინიშნება დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში სამხარაულის ბიუროში, თუმცა ექსპერტების ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილები უნდა იყვნენ ჩვენს მიერ შეთავაზებული ექსპერტები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საზაგლიშვილმა.

მსგავსი თემები