,,უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი”- რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ბერლინში შეხვდა. სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინა გერმანიისგან უახლეს და თანამედროვე იარაღს მიიღებს.

„ყინული დაიძრა. უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი. რა თქმა უნდა, უკრაინა გერმანიისგან მეტ შეიარაღებას ისურვებდა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მძიმე შეიარაღება, თანამედროვე ტექნიკა. რუსეთის წინააღმდეგ ძველი ტექნიკით ბრძოლა – ხანგრძლივი დრო სჭირდება და არაეფექტიანია. ჩვენ საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც შეიძლება მალე გვინდა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების გარდა, მისი სწრაფი განხორციელება“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მსგავსი თემები