საქართველოში ესტონეთის ელჩის რინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების ფუნქციონირების ზოგად შეფასებაზე.
„ჩემთვის რთულია, კომენტარი გავაკეთო რომელიმე სპეციფიკურ სამართლებრივ საქმეზე. ვფიქრობ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე, ის დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების ფუნქციონირების ზოგად შეფასებაზე. საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ამ მიმართულებით, მაგრამ წინ გასავლელი კიდევ ძალიან, ძალიან გრძელი გზაა. იმედი მაქვს, ეს ბოლო სამართლებრივი საქმეები არ ეფუძნება რაიმე სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებს, მათთან დაკავშირებით, ვინც დაკავებული ან დაპატიმრებულია“, – განაცხადა რინა კალიურანდმა.