,,სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს, რომ ის ხელს აფარებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს”- შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან პირდაპირ ისმის მოწოდებები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ყალბ ინფორმაციებს ეყრდნობიან ან მიაჩნიათ, რომ  ადამიანის მკვლელობის დაფარვა ჩვეულებრივი წვრილმანი დანაშაულია.

„პირდაპირ ვხედავთ განცხადებებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ყალბ აღქმებს ეფუძნება, მაგალითად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს ანუ სასჯელი არ უნდა მოიხადოს, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი თვლის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია მიხეილ სააკაშვილს, რაც სამი ინსტანციით არის დადასტურებული. არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ამ ორ დანაშაულთან დაკავშირებით, რომ ეს ჩადენილია. არა თუ სამი ინსტანციის სასამართლომ, სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს, რომ ის ხელს აფარებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს. ეს ევროპელი პოლიტიკოსები ყალბ ინფორმაციებს ეყრდნობიან ან მიაჩნიათ, რომ ასეთი დანაშაული, ადამიანის მკვლელობის დაფარვა ჩვეულებრივი წვრილმანი დანაშაულია, რომლის გამოც მათი პარტიული მეგობარი არ უნდა დაისაჯოს. ჩვენი ხელისუფლების საკუთარი პასუხისმგებლობით ახორციელებს ამ პროცესს, ამავე დროს არის ფაქტორები, რომლებზეც ობიექტურად გავლენის მოხდენა შეუძლებელია. ჩვენი მუშაობით უნდა შევძლოთ და გადავწინოთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები