,,ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს”- რიინა კალიურანდი

საქართველოში ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის განცახებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყო. მისი თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს სანქციებს.

„ვფიქრობ, ევროპის ერთიანობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ არ იყო შეფასებული. ამ კრიზისმა დაამტკიცა რომ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მობილიზება და ეს მნიშვნელოვანია. ესტონეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მაგალითით, რაც მნიშვნელოვანია: თუკი გვსურს, ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს რაღაც მომენტში, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყო,“- განაცხადა რიინა კალიურანდმა.

მსგავსი თემები