,,რუსეთს უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მისივე თქმით, საუბარია თითქმის 125 ათას კვადრატულ კილომეტრზე, რაც ბენილუქსის ქვეყნების ფართობს აღემატება.

„რუსეთის არმია უკრაინის 3 620 დასახლებულ პუნქტში შემოიჭრა. მათგან 1 017-ის გათავისუფლება მოვახერხეთ, 2 603 გასათავისუფლებელი გვაქვს. დღეის მონაცემებით, ოკუპანტები ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს აკონტროლებენ, თითქმის 125 ათას კვადრატულ კილომეტრს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის ქვეყნების ერთად აღებული ფართობი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები