,,ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ ,,ემპათიას” ექსპერტები კლინიკა ,,ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ,,ვივამედში” მისი მკურნალობა სათანადოდ ვერ ხერხდება.

,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დასკვნები, რომელიც ცენტრს აქვს გაცემული, სრულიად რელევანტურია. ის პროგნოზები, რომელიც არის გაკეთებული, სწორია. ამჟამად გვაქვს სწორედ იმ მდგომარეობის დამძიმება, რაც ცენტრ “ემპათიას”რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია. ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია. მე მგონი, თვითონ კლინიკის სპეციალისტები ამას ალბათ გააცნობიერებენ. თუ ისინი იქნებიან მიუკერძოებულები და ობიექტურები, ამ დასკვნამდე თვითონ უნდა მივიდნენ,”- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მსგავსი თემები