,,ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ მანდატები დატოვოს”- შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ახლაც არ არის გვიანი, ოპოზიციამ მანდატები დატოვოს. ნათელაშვილმა მათ, ,, ვინც თავს ოპოზიციად თვლის” პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.

„როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლაც არ არის გვიან, ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები, რაც გამოიწვევს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებას და ქვეყნის განთავისუფლებას ურჩხულის ბატონობისგან ყოველგვარი არეულობის, ქაოსისა და ბევრი საგარეო, საშინაო სირბილის გარეშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

მსგავსი თემები