,,გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს კაკულიებმა საზღვარი”- ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთ მინისტრის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ძმები,  გუგა და დავით კაკულიების საქმეზე გამოძიება გრძელდება. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, თუ როგორ გადმოკვეთეს ბრალდებულებმა საზღვარი.

,,ძმები კაკულიები დაკავებულები არიან, წაყენებული აქვთ ბრალი, როგორც მკვლელობის მცდელობის, ისე საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის გარემობა, რაც არის დაკავშირებული როგორც მათი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთასთან, ასევე დანაშაულის ჩადენასთან, მათ შორის, მკვლელობის მცდელობის, გამოკვლეული იქნება საქმის ფარგლებში. სწორედ გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს მათ საზღვარი. ფაქტია ის, რომ ეს ხალხი დაკავებულია. ბრალი წაყენებული აქვთ საზღვრის უკანონო კვეთისთვის და ამ კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები”,- განაცხადა დარახველიძემ.

მსგავსი თემები