რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე კვლავ იყიდება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე კვლავ იყიდება . რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული საწვავი ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში შეიტანეს.

მედიის განმარტებით, რუსული ნავთობის ექპორტიორები, ლოკაციის დაფარვის შედეგად, სანქციების გვერდის ავლით ცდილობენ შეიტანონ საწვავი აშშ-ის ტერიტორიაზე.

არსებული ცნობით, რუსეთში წარმოებული ნავთობი იტუმბება გემებზე ხმელთაშუა და შავ ზღვებზე, ასევე დასავლეთ აფრიკის სანაპიროებზე, შემდეგ კი, შეცვლილი ადგილმდებარეობის მითითებით, მიეწოდება  ჩინეთს, ინდოეთს და ევროპის ქვეყნებსაც.

მსგავსი თემები