,,ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებით“- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ.

,,ნამდვილად სიმართლის დროა ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორობის სანდოობისა და ლეგიტიმაციისთვის. ამ სტრატეგიულ მომენტში ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“,- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

,,როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“- დევიდ მაკალისტერი

მსგავსი თემები