მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, შესაძლოა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო პროცესი გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება თავად სააკაშვილს.

,,უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე მათ შორის ვერც გასვლითი სხდომის ჩატარებაც. იმისთვის, რომ გასვლითი სხდომა ჩატარდეს, მთავარი არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობის მიღება შეძლოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდება თუ საქალაქო სასამართლოში. როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემს, შემდეგ შესაძლებელი იქნება ამაზე მსჯელობა”,-განაცხადა ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ.

მსგავსი თემები